როგორ შევარჩიოთ შინიონები? - Wigs Room-ის რჩევები
შინიონი იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც სურს წამებში შეიძინოს სასურველი მოცულობა, სიგრძე ან სრულიად შეიცვალოს იმიჯი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. იქნება ეს ყოველდღიური მოხმარებისთვის თუ განსაკუთრებული ღონისძიებისთვის, სწორად შერჩეული შინიონი თავდაჯერებულობისა და ელეგანტურობის გარანტიაა.
პარიკების მაღაზია Wigs Room-ის სპეციალისტები გთავაზობთ 5 ოქროს წესს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენთვის იდეალური შინიონის შერჩევაში.
1. თმის სტრუქტურა და მასალა
შესაფერისი შინიონის შერჩევისას პირველი ნაბიჯი მასალის განსაზღვრაა. არსებობს ნატურალური და ხელოვნური შინიონები.
ჩვენს შოურუმში მხოლოდ ბუნებრივი თმის შინიონები შეგხვდებათ. ბუნებრივი თმა საშუალებას მოგცემთ ხშირი დახვევა-გასწორებისა და ვარცხნილობების ხშირი ცვლილების.
2. ფერისა და ტონალობის იდენტურობა
იმისათვის, რომ შინიონი ბუნებრივად შეერწყას თქვენს საკუთარ თმას და გადასვლა შეუმჩნეველი იყოს, ფერის ზუსტი დამთხვევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფერის შერჩევა უნდა მოხდეს არა თმის ძირების, არამედ იმ ნაწილის მიხედვით, სადაც შინიონი მაგრდება (ძირითადად თმის შუა ნაწილი და ბოლოები).
საჭიროების შემთხვევაში, Wigs Room-ის შოურუმებში პროფესიონალები დაგეხმარებით თქვენი თმის ქვე-ტონების (თბილი, ცივი, ნეიტრალური) ზუსტად განსაზღვრაში.
3. დამაგრების მექანიზმი
შინიონის შერჩევისას მნიშვნელოვანია კომფორტი და მდგრადობა დღის განმავლობაში.
თუ თხელი თმა გაქვთ, უმჯობესია შეარჩიოთ მსუბუქი სარჭები, რომლებიც თმას არ დაამძიმებს და არ დააზიანებს, ხოლო სქელი თმისთვის უფრო მყარი კონსტრუქციებია რეკომენდებული.
4. მოცულობა და სიგრძე
ზედმეტი ხელოვნურობის თავიდან ასაცილებლად, შინიონის მოცულობა თქვენი თმის სიმკვრივეს უნდა შეესაბამებოდეს. ზედმეტად სქელმა შინიონმა თხელ თმაზე შესაძლოა არაბუნებრივი კონტრასტი შექმნას.
შეარჩიეთ ისეთი სიგრძე და სისქე, რომელიც ჰარმონიულად შეავსებს თქვენს სტილს და მისცემს თმას სასურველ ფორმას ისე, რომ ვიზუალი მაქსიმალურად ორგანული დარჩეს.
5. სტილი და დანიშნულება
შერჩევამდე მკაფიოდ ჩამოყალიბდით, თუ რა მიზნით გჭირდებათ აქსესუარი. თუ გსურთ მზა ვარცხნილობა დროის დასაზოგად, სწორი ან უკვე დახვეული კუდის ფორმის შინიონი საუკეთესოა. ხოლო თუ გსურთ გაშლილი თმის ეფექტი, ცალკეული ზოლებისგან შემდგარი კლიფსები მოგცემთ საშუალებას, თავად აკონტროლოთ სიხშირე და განლაგება.
შინიონებისა და პარიკების ინდივიდუალურად შერჩევისთვის შესაძლებელია ვიზიტი Wigs Room-ის შოურუმებში: თბილისში, ქეთევან წამებულის #47-ში, ან ქუთაისში, ნიუპორტის #2-ში.
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული პარიკები, ზედა დანამატები, წინამოები და შინიონები.